ჰელსინკის კომისია - საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის "ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს".

"მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას",- ნათქვამია განცხადებაში.



კასპის მუნიციპალიტეტის მერია ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
ევროპული საბჭო - მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს
მერია - 20 ოქტომბერს „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება - ჯგუფმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მოუწყვეს