პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, ხანდაზმულთა კლუბის ,"ღირსეული სიბერე" წევრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
"ღონისძიებაზე, კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიას, რომ კლუბის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალურ ღონისძიებებში.
ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამის ფარგლებში ხანდაზმულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |