SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

უბერ ჟოლის წიგნი “ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი “ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები “ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას