ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ტექნიკური საკითხები და მხარეებს შორის მოლაპარაკება არ დამთავრებულა.

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

 



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას