ირაკლი კობახიძე - მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, წმინდა წყლის ტყუილია

სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, "ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი" უწოდა.

"ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი",- თქვა კობახიძემ.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა