კირბი - მადლობელი დავრჩებით, თუ პუტინი შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს 5 ნოემბრის არჩევნებზე კომენტარების გაკეთება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ამერიკული მხარე "მადლობელი დარჩება", თუ პუტინი "შეერთებული შტატების არჩევნებზე არა მხოლოდ საუბარს, არამედ მასში ჩარევასაც შეწყვეტს".

"ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი არჩევნების შესახებ საუბარი. მან არავის უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არც ერთს და არც მეორე მხარეს. ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი“, - განაცხადა კირბიმ.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა