კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მსხვერპლის ამოცნობა ვერ ხერხდება.

როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან 10-ზე მეტი პირი მძიმე დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ძალები, ხოლო ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

წითელი ჯვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დაზარალებულთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. ამასთან, სკოლაში მოეწყო პუნქტი, რომელიც დაკარგულთა სამძებრო ოპერაციისთვის არის განკუთვნილი“,- ნათქვაამია ინფორმაციაში.

პოლიციის წარმომადგენლის განცხდებით, ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა