დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც 162 მილიონი ფუტის ღირებულებას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  LMM-ის ტიპის რაკეტების პირველი პარტია მოსალოდნელია, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავა. 

"ეს დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია.

საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გამოაცხადებს "რამშტაინის" შეხვედრაზე.

თავდაცვის მინისტრი უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას და მოუწოდებს მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა