გერმანიაში ვოლოდიმე ზელენსკისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"ფრანკფურტის მახლობლად მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა "რამშტაინი", სადაც უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ზელენსკი გეგმავს, პირადად გამოვიდეს ჯგუფის სხდომაზე და ითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება არმიისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა