შაჰინი „ოცნებაზე“ - მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია

"ქართულ ოცნებას" უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია,- ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი National journal-თან ინტერვიუში საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 

შაჰინის თქმით, სამწუხაროდ, დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში ხედავენ.

"შემაშფოთებელია დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს, ევროატლანტიკურ მომავალს, არ შეესაბამება. ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს საქართველო დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი",- განაცხადა შაჰინმა.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა