უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, მის გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

 ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

“სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, 2016-2021 წლებში იყო თურქეთში უკრაინის ელჩი.

5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის თანამდებობიდან გათავისუფებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა