ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასმა“ მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა

"ჰამასმა" მძევლები ღაზაში ჩვენი შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგად დაგვიბრუნა, ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, ვერ დავიბრუნებთ მძევლებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ "ჰამასზე" განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია.

"მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც "ჰამასმა" დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ „ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს, მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.



ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა
SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი - „ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ“ გამოიცა
ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა წარადგინა