„ნაციონალურ მოძრაობა“ - ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა

"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა" ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ დაკავებულია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას", - ნათქვამია განცხადებაში.



„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება