ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 38 მოქალაქე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი და ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი ავრცელებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლია დაზიანებული. მათგან ექვსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. გარდა ამისა, დაზიანდა 2 სამედიცინო დაწესებულება და სკოლის 2 შენობა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც თავდასხმის შედეგებია ასახული.
“ჩვენი ყველა პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც უკრაინას საჰაერო თავდაცვით ეხმარება, სიცოცხლის ნამდვილი დამცველია. და ყველა, ვინც პარტნიორებს არწმუნებს, რომ უკრაინას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გადასცენ სამართლიანი პასუხისთვის, მუშაობს იმისთვის, რომ არ დაუშვას სწორედ ასეთი რუსული ტერორისტული დარტყმები უკრაინულ ქალაქებზე. ტერორი უნდა შეჩერდეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ვიდეო მუსიკალური ფესტივალის მონაწილის ტელეფინიდან
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |