„ლიბერთის" მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს

"ლიბერთი" "მერსი ქორფსთან" მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და "ლიბერთის" სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის'' ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა.

აღნიშნული ბანაკი, რუსთავისსაერთაშორისო სკაუტურიცენტრის  ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.  

ბანაკისსაგანმანათლებლო პროგრამა, ქალთა დაგოგონათა მიმართძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და  კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.  

ბანაკისმონაწილეები, სხვადასხვასესიის ფარგლებში,  ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს დასხვადასხვა დარგისსპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანისუფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქისგამოწვევების შესაბამისადდეზინფორმაციის ამოცნობისტექნიკა, მასობრივისაკომუნიკაციო საშუალებებისროლი უფლებებისადა თანასწორობისდაცვის მიმართულებითდა ა.შ.

მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს  შეხვდებიან და  საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან.

ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ "ლიბერთი" ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.  



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა