პარიზის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრების წევრები, მათ შორის - პარალიმპიადის ჩემპიონი გოგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე დაბრუნდნენ.

წარმატების მისალოცად ქართველ პარალიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.

გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა.

ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო. ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას პარალიმპიადაზე ასევე იცავდნენ პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე (შუბის ტყორცნა), პარატაეკვონდოისტები გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) და ლია ჩაჩიბაია (47 კგ).



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა