წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც ბელქანია აღნიშნავს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"რანდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი 1989 წ დაბადებული გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია. დეტალებს ვაზუსტებთ", - წერს ბელქანია.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა