ქედაში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება

სოფელ ახოში, ახალი პარკის მშენებლობისთვის პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა: დასასვენებელი ფანჩატური,  დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები, მწვანე საფარი და დეკორატიული ხეები.

"სკვერი აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ტიპის საბავშვო გასართობი ატრაქციონებით და ტრენაჟორებით.

ახალი პარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 466 419 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,,ლეგიონი" ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაშ.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა