„საქართველოს რკინიგზა“ - გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ

დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა "საქართველოს რკინიგზის" 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. 

"მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

"საქართველოს რკინიგზა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა