როლანდ ბერიძე ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლის ბავშვებს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლის  "ჩანგის" ბავშვებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ფოლკლორული ანსამბლი "ჩანგი" ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე "შავი ზღვის მარგალიტი" იღებდა მონაწილეობას, სადაც უმაღლესი ჯილდოს  ,,გრანპრის"  მფლობელი გახდა.

"შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელი ირინა დევაძე და ანსამბლი "ჩანგის" ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე ესწრებოდა.

გასტროლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა