WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა

აჭარის სარეკლამო სტატიებს ავიაკომპანიების WizzAir -სა და Air Baltic-ის მილიონობით მგზავრი ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, „ბათუმი - ევროპის ყველა ტურისტული სეზონის მიმართულება“ ამ სათაურით სტატია საბორტო ჟურნალების ზაფხულის გამოცემებში დაიბეჭდა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის,"Wizz" ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული.

"სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, არქიტექტურა და კულტურა. "ბათუმი ნამდვილი ბუნებრივი საოცრებაა, სადაც შავი ზღვის სუბტროპიკული კლიმატი მაღალი მთების დიდებულ სილამაზეს ხვდება. ზღვისპირა კურორტებისა და მთიანი გარემოს კომბინაცია ბათუმს საინტერესო ადგილად აქცევს ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის,“ წერია სტატიაში. 

კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში  ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. რაც შეეხება Air Baltic-ს, ავიაკომპანია 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. „ქვეყნის უნიკალური ანბანი, კულტურა, ტრადიციები, ქართული ცეკვები და მრავალხმიანი სიმღერა მოგზაურებს სთავაზობს იმოგზაურონ ისტორიასა და ტრადიციებში, რომელიც 2000 წელზე მეტს მოიცავს. მიუხედავად იმისა, გაინტერესებთ ისტორია, არქიტექტურა, ბუნება, თუ უბრალოდ დასვენება  სანაპიროზე, ბათუმს აქვს რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს ყველა ტიპის მოგზაურს. მისი დინამიური ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის გამო, ბათუმი ასევე გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების მიმართულება," წერია სტატიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საბორტო ჟურნალებში ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა