შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გ. კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
"სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ვიდეო მუსიკალური ფესტივალის მონაწილის ტელეფინიდან
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |