კასპში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის პროცესებთან დაკავშირებით.

"ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე გაგრძელდება, რომლის დროსაც თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის, ასევე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ. 

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ინფორმაცია შეგროვდება შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც.

აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში დროებით არ მყოფი პირები, ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქვეყანაში მყოფი მოქალაქეობის არ მქონე პირები.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ბესიკ ამირანაშვილი - მჯერა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნით ჩვენი შვილების თაობა ჩვენი სამშობლოს განვითარებასა და კეთილდღეობაში დიდ წვლილს შეიტანს
სოფელ მახალაკიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა