
თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისურვებდა, ჩინეთს ჰქონდეს ძლიერი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ რუსების შეჩერება.
"თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია, აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. როგორც მთელ სამყაროზე ვსაუბრობთ, ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალა. ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონოდათ შუამავლის მისია. ვისურვებდი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ომი დასრულდეს. ისევე, როგორც შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, რუსეთზე ზეწოლაც მით უფრო ძლიერი იქნება და შედეგის მიღწევაც სწრაფად მოხდება.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |