ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს უფლება და ვალდებულება აქვს, მოიძიოს ინფორმაცია, ეს საჯარო წყაროებიდან იქნება, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ორგანიზაციები რეესტრში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
წილოსანის თქმით, სახელმწიფოსთან ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს.
"გაიფილტრებიან ორგანიზაციები დარეგისტრირებისას ან არდარეგისტრირებისას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ ქვეყანას, ხალხს და კანონს და დაფინანსებაზე ინფორმაცია მიაწოდონ, მაშინ როცა საკუთარ დამფინანსებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. ამ კანონის იდეამ გაამართლა. ტალღის აგორება ჩაუვარდათ, როგორც კოვზი ნაცარში და ეს ადასტურებს, რომ ადამიანების მცირე ნაწილის გარდა, მათ ვერავინ მიიმხრეს. წარმოუდგენელი და საზიზღარი ეპიტეთები იყო. რუსული აგენტურა იმ ადამიანების მიმართ უნდა მიემართოს, ვინც ამ ტერმინებს იყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხო არ არის, რომ კანონს დაემალონ, გაუმჭვირვალე იყვნენ და ფინანსები ჩრდილში ჰქონდეთ. ორგანიზაციები იქნებიან, ვინც რეესტრში არ დარეგისტრირდება და საზოგადოება ნახავს, რომელი ორგანიზაცია რა მიზანს ემსახურება. არსებობს სახელმწიფოს უფლება, მოვალეობა და ვალდებულება, რომლითაც კანონი უნდა აღსრულდეს. მათ შორის, კანონში გაწერილია და უკვე კანონქვემდებარეებში დეტალურად გაიწერება რეგისტრაციის პირობები და ნებაყოფლობით არდარეგისტრირების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს უფლება და ვალდებულება აქვს, მოიძიოს ინფორმაცია, ეს საჯარო წყაროებიდან იქნება, კონკრეტული ორგანიზაციებიდან თუ სხვადასხვა საშუალებიდან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან და შეგროვებული ინფორმაციით თავად დაარეგისტრიროს ეს ორგანიზაციები რეესტრში.
ერთი ამბავი იყო ატეხილი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე უნდა ითანამშრომლონ თუ არა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ "ენჯეოების“ დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩრდილში დარჩნენ და თავიანთი საქმეები მალულად აკეთონ“,- ამბობს წილოსანი, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეიდან, 1-ელი აგვისტოდან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაში შევიდა.
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
აქციის მონაწილეებმა “ხალხის ძალის” დეპუტატის, დავით კაჭარავას მანქანა ალყაში მოაქციეს და სკანდირებდნენ “მონას”
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |