“თიბისი“ ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 150 მილიონი დოლარის ოდენობის, ხუთ წლიან, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და კლიმატის დაფინანსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFC-გან მიღებული დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მდგრადი დაკრედიტების მიმართულებით, “თიბისის“ წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
“აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში და ასახავს ჩვენი ინსტიტუტების საერთო ღირებულებასა და მისწრაფებას - ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მოზიდული სესხი არა მხოლოდ გააძლიერებს “თიბისის“ ძალისხმევას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ IFC-ს გამოყოფილი დაფინანსებისთვის და მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს მომავალში“,- განაცხადა “თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“ეს ინვესტიცია საქართველოში IFC-ის იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. “თიბისი“ ბანკთან პარტნიორობით და მისი შესანიშნავი ციფრული მექანიზმების და ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით, ვგეგმავთ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსებაში, რაც მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა, სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.
IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2024 ფისკალურ წელს, IFC-მ რეკორდული 56 მილიარდი დოლარი გამოუყო განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, მოახდინა კერძო კაპიტალის მობილიზება პლანეტაზე სიღარიბისგან თავისუფალი სამყაროს შესაქმნელად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
აქციის მონაწილეებმა “ხალხის ძალის” დეპუტატის, დავით კაჭარავას მანქანა ალყაში მოაქციეს და სკანდირებდნენ “მონას”
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |