ვაშაძე კობახიძეს - ერთი ხელით დაბლოკე 95 მლნ და მეორე ხელი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვი

თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის და რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს,- ასე მიმართა “ერთიანობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ვაშაძის თქმით, კობახიძის ქმედება “ანტიქართულია" და მან ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

“ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე, 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის. რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს.

ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი, ჩამოართვით “ჰეზბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ.

კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება? კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი, თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!

95 მილიონი დოლარით მაგალითად 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. აგრეთვე შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის და სხვა“,- აცხადებს ვაშაძე.



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება