აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.
"სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომლიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე და შემადგენლობაში ერთი წევრი მაინც არის 16 წლამდე ასაკის.
პროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში “მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორია და 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ასევე მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
პროგრამაში ჩართვის მიზნით, ბათუმში რეგისტრირებულმა ოჯახმა უნდა მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახმა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას ან სამინისტროს (მის: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N119) და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება) ასლი;
- ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ.
- ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობა;
- დახმარების მიმღები პირის საბანკო რეკვიზიტი.
ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვიდან",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
აქციის მონაწილეებმა “ხალხის ძალის” დეპუტატის, დავით კაჭარავას მანქანა ალყაში მოაქციეს და სკანდირებდნენ “მონას”
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |