კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

მედიის ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

"ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.

პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში",- უთხრა გატაცებული ქალის ბიძამ "რადიო თავისუფლებას".

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.



რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი
მაია სანდუ - რომის პაპმა მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა
ევროპის ჩენპიონატზე ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს, მის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი გაემგზავრება
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა