ბერბოკი მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიურად იმუშაოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბერბოკმა თქვა, რომ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი, რათა მშვიდობის აღდგენა მოხდეს.

„პირველ რიგში, ეს ნიშნავს, არ დაუჭირონ მხარი აგრესორს, არ გამოუცხადონ მხარდაჭერა რუსეთს“,- აღნიშნა ბერბოკმა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა