სვანეთში დაკარგული 2 პირი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 პირი იპოვეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოქალაქეები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ახალგაზრდების ახლობელმა, ანა წერედიანმაც.

"ვიპოვეთ. ორივე ცოცხალია",- დაწერა წერედიანმა "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, სვანეთში 2 დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული. ახალგაზრდებს სამაშველო დრონებითაც ეძებდნენ.

2 მოქალაქის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ში 24 ივლისს შევიდა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა