უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 22 „შაჰიდიდან" 20 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 20 ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ხერსონის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რაიონებში ჩამოაგდეს.

“საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მოძრავმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა და საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოიგერიეს.

26 ივლისის ღამეს რუსეთმა აგრეთვე როსტოვის რეგიონიდან “ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტით უკრაინას დაარტყა“,- აცხადებს საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლესჩუკი.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა