სვანეთში 2 მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში 2 დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციაში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გუშინ, 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. დაკარგულებს ეძებენ სამაშველო დრონებითაც. 

მათივე ცნობით, 2 მოქალაქის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ში 24 ივლისს შევიდა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა