უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 572 300-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 572 300-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 26 ივლისის 06:00 საათისთვის ასეთია:

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა