ტრამპი - ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი იქნება

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თეთრ სახლში თუ შევა, იქნება ყველაზე რადიკალი, უკიდურესად მემარცხენე ექსტრემისტი, ვინც ოდესმე დაიკავებს თეთრ სახლს - არასდროს ყოფილა ასეთი გიჟი თეთრ სახლში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, "დემოკრატების" დამარცხება აუცილებელია, რადგან "სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ დარჩება".

"ახლა ჩვენ გვყავს დასამარცხებელი ახალი მსხვერპლი, მატყუარა კამალა. ყველაზე არაკომპეტენტური და მემარცხენე ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში. ახლა მოიყვანეს ის, ვინც ბაიდენზე უარესია, რადგან ბაიდენი ყალბი ლიბერალია. ბაიდენი არც ისე ლიბერალი იყო. ის ყალბი იყო. კამალა ჰარისი ნამდვილი ლიბერალია. და მას აქვს ახალი ხაზი, თქვენ იცით, ის ამბობს: "მე ვარ პროკურორი“. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროკურორია. მან გაანადგურა სან-ფრანცისკო. მათი კამპანია ამბობს, "მე ვარ პროკურორი და ის არის მსჯავრდებული“. ეს მათი კამპანიაა. არა მგონია, ხალხმა ეს იყიდოს. თუ კამალა ასე თავხედურად გატყუებთ ჯო ბაიდენის გონებრივი უუნარობის თაობაზე, მაშინ ის მოგატყუებთ ნებისმიერ რამეზე. მისი ნდობა არასდროს შეიძლება. ისევე, როგორც თაღლითი ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისიც უვარგისია ლიდერობისთვის. ის დაანგრევს ჩვენს ქვეყანას ერთ წელიწადში. ეს ქვეყანა განადგურდება. ხმა კამალასთვის, არის ხმის მიცემა კიდევ ოთხი წლით უსინდისობისთვის, არაკომპეტენტურობისთვის, სისუსტისა და წარუმატებლობისთვის“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა