ჯორჯია მელონი ჩინეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მიმდინარე კვირაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მელონის ვიზიტი 26 ივლისს დაიწყება და 31-ში დასრულდება.

როგორც Reuters-ი წერს, იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზანი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

ჩინეთში სტუმრობისას მელონი, სავარაუდოდ, სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდება.

ცნობისთვის, ეს ჯორჯია მელონის პირველი ვიზიტი იქნება ჩინეთში მას შემდეგ, რაც ის იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა. 



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა