მედია - რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სამხედრო საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავებით ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Interfax-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თან ახლდნენ რუსული Su-30SM-ისა და Su-35S-ის ტიპის გამანადგურებლები.

საჰაერო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების TU-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომდამშენების, ჩინეთის არმიის საჰაერო ძალების Hun-6k-ს ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებისგან, საჰაერო პატრულირებას ჩუკოტკის, ბერინგის ზღვისა და ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის წყლებზე ახორციელებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავებს პატრულირებისას სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ, თუმცა მარშუტის მიმდინარეობის დროს თან ახლდა უცხო ქვეყნების ავიაგამანდგურებლები.

„ღონისძიება ჩატარდა 2024 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის განხორციელების ფარგლებში და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა