რუსეთმა ხარკოვის ოლქის სოფლები დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფლები - პოდოლი, კუპიანსკ-უზლოვოი და პრიკოლოტნოიე დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

როგორც საოლქო პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარის შედეგად დაიღუპა 48 წლის მამაკაცი და დაშავდა ასევე ერთი პირი.

"დაბომბვის შედეგად რუსეთმა დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა