იური კიმი - როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ყალბი ინფორმაციაა

როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იური კიმი აცხადებს.

კიმის თქმით, ასევე ყალბია ინფორმაცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებაც.

"როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ელჩი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი, ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ ყალბი ინფორმაციაა; როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. არ შეიძლება, განაცხადო, რომ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში გსურს და აშშ-სთან მყარი ურთიერთობა და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს - ეს სიგიჟეა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ორივეს კეთებას ვერ შეძლებ. ნამდვილად მაბნევს, თუ რატომ ირჩევენ ლიდერები მათ, ვინც იკავებს მათი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს და იგნორირებას უკეთებენ მეგობრების კეთილგანწობილ რჩევებს, რომლებიც მათთან ერთად არიან 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში",- ამბობს კიმი. 



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა