ქედის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტს ევროპის ჩემპიონატზე ქვიშის ჭიდაობაში 3 ოქროს მედალოსანი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დღეს მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე წარმატებულ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ააიპ სასპორტო სკოლის ხელმძღვანელს მანუჩარ ჯიჯავაძეს შეხვდნენ.

“რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში, ქვიშის ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 15, 17 და 20 წლამდელთა ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა პირველად მიიღო, სადაც ქედის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ფალავანი ასპარეზობდა, მათგან სამმა სპორტსმენმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუკა მახარაძე (65კგ) U15

ზებურ აბაშიძე (75კგ) U15

კობა გოგუაძე (70კგ) U17

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯემალ კილაძეს და სპორტსმენებს ღირსეულ ასპარეზობას და წარმატებებს უსურვებს.

გამარჯვებულ ფალავნებს და მწვრთნელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოს გადასცემს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა