შუახევის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ პირველი სხდომა გამართა

შუახევის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სხდომას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები რუსუდან შავაძე და გურამ ზოიძე ესწრებოდნენ.

"ისაუბრეს, ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან  პროექტებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრების მიერ დასმულ  კითხვებს უპასუხა, ყურადღება გაამახვილა  ახალგაზრდების როლის მნიშვნელობასა და მათი ჩართულობის გაზრდაზე ადგილობრივი თვითმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია, ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა