შუახევის მერი ჩირუხის მთაში იმყოფებოდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა; ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხში ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

"ჩირუხი ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. დასასრულს უახლოვდება ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სპორტული მოედანი, ფანჩატურები, კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყო გარე განათებები, სველი წერტილები. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის კონსტრუქციით.

მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. 

მოიალაღეების პრევენციის მიზნით, ამბულატორიის ექიმების, თსპ-ს ექთნებისა და სამედიცინო ჯგუფების მიერ ხორციელდება ვიზიტები.

აქტიურად მიმდინარეობს, შუახევი- ჩირუხის მთის მიმართულებით ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის  მშენებლობა.

ტურისტული თვალსაზრისით, ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა