რინკევიჩი - უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ

ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მთავრობაზე საუბრისას რინკევიჩმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე".

"ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა რინკევიჩმა.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა