ქედის მერი „ბეთლემის“ წევრებს და ქორეოგრაფებს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბეთლემის" წევრებს და ქორეოგრაფებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი" წელს 20 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბეთლემს "სახალხო ანსამბლის წოდება" მიენიჭა.

"ანსამბლი "ბეთლემი" აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ხალხური და მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, რომელსაც არაერთი ჯილდო, სიგელები, დიპლომები და თასი აქვს მიღებული, ასევე გავლილი აქვს სერთიფიცირება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბეთლემს" ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ მეზდრაში ვიზიტს დაუფინანსებს, სადაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში, "ფოლკლორი მეზდრას მაგიაში" მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე ესწრებოდა", - ნათქვანია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა