კასპში, კოსტავას ქუჩაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, კოსტავას ქუჩაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერიამ კედლის მოწყობა მოსახლეობის და ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით დაიწყო. 

„მიმდინარე სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად გაეცნო.

დამცავი კედლის მოწყობას შპს "მშენ +“ ახორციელებს, პროექტი კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.



„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა" - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
ზურაბიშვილი - მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძლიერად დგას
საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა