კარპენტერი - საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც კარპენტერმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით არასწორი მიმართულებით წავიდა.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას.



რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი
მაია სანდუ - რომის პაპმა მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა
ევროპის ჩენპიონატზე ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს, მის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი გაემგზავრება
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა