UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა - მათ შორის არის საქართველოც

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

24 ქვეყნიდან, რომლებიც EURO 2024-ზე ასპარეზობდნენ 21 დაჯარიმდა, მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი არ მოხვდნენ დაჯარიმებულთა სიაში.

საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30,000 ევროთი (32,200 აშშ დოლარი) დააჯარიმა, თურქეთი - 25,000 ევროთი (26,900 აშშ დოლარი).

ხოლო რაც შეეხება მასპინძელ გერმანიას, ის ორჯერ დაჯარიმდა, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო, რაც ეხებოდა მოედანზე გულშემატკივრების შესვლას.



სარწყავ წყალზე კონტროლი მკაცრდება
შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ბაზისბანკს და საქართველოს ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების სისტემის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა