კასპის მუნიციპალიტეტის მერი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს.

„პროექტი კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდება.

2024 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული.

პროგრამის მიზანია მერიის დაფინასებითა და მოქალაქეთა  ჩართულობით, ხელი შეეწყოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. 



რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი
მაია სანდუ - რომის პაპმა მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა
ევროპის ჩენპიონატზე ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს, მის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი გაემგზავრება
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა