აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა

ბათუმში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავსების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

„ბარმენები ყა­ვის მო­ხალ­ვი­სა და დაფ­ქვე­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ყა­ვის მან­ქა­ნებ­სა და მათ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, ექ­სპრე­სოს, კა­პუ­ჩი­ნო­სა და ლა­ტეს მომ­ზა­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სებს, ასე­ვე რძის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კას, ალ­კოჰო­ლი­ა­ნი ყა­ვის სა­ხე­ო­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბის წესს, ყა­ვის სა­ხე­ო­ბებ­სა და ჯი­შებს გა­ეც­ნენ. ტრე­ნინ­გის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვად მო­ამ­ზა­დეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ყავა და ლატე არ­ტის (კა­პუ­ჩი­ნოს ზე­და­პირ­ზე ხატ­ვა) ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფლნენ.

დასუფთავსების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტებს აპარტოტელების, დიდი და მცირე ზომის სასტუმროების თანამშრომლები გაეცნენ. თეორიული სწავლების დასასრულს მათ სასტუმრო ნომრების ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. საგაზაფხულოს ტრენინგებისას დეპარტამენტმა ჯამში 300-მდე სექტორის წარმომადგენლის გადამზადება შეძლო. ტრენინგები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ტრენინგი იგეგმება დამწყები გიდებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებისთვისაც, ასევე სპიკერების საჯარო ლექციები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 



2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, აჭარის პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება