პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ გადააყენა, ხოლო პატრუშევი სამსახურიდან გაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშნა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება. ნიკოლაი პატრუშევი ზემოაღნიშნული თანამდებობიდან „სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო“ გაათავისუფლეს. რომელი ზუსტად არ არის დაკონკრეტებული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შოიგუ, რომელიც 2012 წლის 6 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი იყო, თანამდებობას ტოვებდა. პუტინმა თავდაცვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომისტი ანდრეი ბელუსოვის დანიშვნა შესთავაზა.

სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა პუტინის გადაწყვეტილებაზე, შეცვალოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

„თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად ღია უნდა იყოს ინოვაციებისთვის, ყველა მოწინავე იდეის დანერგვისთვის, რათა შეიქმნას პირობები ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის ანდრეი რემოვიჩ ბელუსოვი." -აცხადებს დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ ბელუსოვის დანიშვნა „არანაირად არ შეცვლის კოორდინატების არსებულ სისტემას“ „სამხედრო კომპონენტში“.

ბელუსოვის დანიშვნის საკითხს ფედერაციის საბჭოს სხდომაზე 13-14 მაისს განიხილავენ.



რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი
მაია სანდუ - რომის პაპმა მოახერხა ადამიანების დაახლოება, მიუხედავად რწმენისა, წარმომავლობისა თუ სტატუსისა
ევროპის ჩენპიონატზე ლაშა ბექაური ვერ იჭიდავებს, მის ნაცვლად, ჯაბნიაშვილი გაემგზავრება
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა